საფრანგეთის ღია პირველობა ჩოგბურთში შესაძლოა წლის ბოლომდე, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთში ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ბერნარდ გიდიჩელიმ გაზეთ Le Journal du Dimanche-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ტურნირი, რომელიც 24 მაისიდან 7 ივნისამდე უნდა ჩატარებულიყო კორონავირუსის პანდემიის გამო შემოდგომაზე გაიმართება.
„ტურნირის გულშემატკივრების გარეშე ჩატარება ეკონომიკურ ბრუნვას მაინც მოგვცემს, ტელეტრანსლაციების უფლების და პარტნიორობის გათვალისწინებით. ჩვენ არც ერთ ვარიანტს არ გამოვრიცხავთ“, - განაცხადა გიდიჩელიმ.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით „როლან გაროსი“ 20 სექტემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა გიდიჩელი არ გამორიცხავს, რომ ტურნირის სტარტი კიდევ ერთი კვირით გადაიდება.