ბელარუსის საფეხბურთო ჩემპიონატში კორონავირუსის გამო პირველი შეხვედრა გადაიდო, ამის შესახებ football.ua წერს.
„გომელთან“ პირველი ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრის წინ „არსენალის“ ერთ-ერთ მოთამაშეს COVID 19 დაუდასტურდა, რის შემდეგაც ინფიცირებული ფეხბურთელი სასწრაფოდ კარანტინში გადაიყვანეს და ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა თამაში გაურკვეველი ვადით გადადეს.
ნიკარაგუასთან და ბურუნდისთან ერთად ბელარუსი ერთ-ერთია იმ სამ ქვეყანას შორის, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატი არ შეწყვეტილა. ამ ქვეყნის ჩემპიონატში სამი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი ქანთარია, ლაშა შინდაგორიძე და გეგა დიასამიძე თამაშობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.