სან სებასტიანის „რეალს სოსიედადის“ მეკარეს, ალექს რემიროს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფორმაციას გამოცემა As-ი ავრცელებს.
ეს საკმაოდ ცუდი ამბავია, რადგან ესპანეთში აქტიურად მუშოაბენ სეზონის განახლებაზე, მაგრამ ბოლო საათებში რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა. რემირომდე ვირუსი მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველ რენან ლოდის დაუდგინეს.
შეგახსენებთ, „სოსიედადი“ ესპანეთის თასის ფინალშიცაა გასული, სადაც „ბილბაოს“ უნდა დაუპირისპირდეს.