კრიშტიანუ რონალდუ კარანტინშია, - ამის შესახებ ინფორმაციას DAILYNATION ავრცელებს.
ტურინის „იუვენტუსის“ ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ 14-დღიან კარატნინშია, ის იტალიაში 6 მაისს დაბრუნდა და აუცილებელ კარანტინში იმყოფება.
„იუვენტუსის რამდენიმე ფეხბურთელმა ვარჯიში უკვე დაიწყო“, - აღნიშნა „იუვენტუსის“ ადმინისტრაციამ.
რონალდუ თავის მშობლიურ კუნძულ მადეირაზე 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მან ბოლო მატჩი „ინტერის მილანის“ წინააღმდეგ ითამაშა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.