საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა კალათბურთელი რატი ანდრონიკაშვილი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ითამაშებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
19 წლის სპორტსმენი კარიერას „ბიგ ისთის“ კონფერენციის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, „კრეიტონში“ განაგრძობს, რომელმაც ქართველი უკანახაზელის სწავლის სრულ დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადა.
ანდრონიკაშვილი საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და ესპანეთის „სასკი ბასკონიას“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ამ გუნდის ასაკობრივ გუნდში 2 წლის განმავლობაში გამოდიოდა.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მის ანგარიშზე 7 შეხვედრაა.