იმ საფეხბურთო ტურნირებში, რომლებიც მიმდინარე წელს განახლდება და დასრულდება, გუნდებს მატჩში 5 შეცვლის განხორციელების უფლება. შესაბამისი გადაწყვეტილება მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) მიიღო.
ამ გადაწყვეტილების მიზეზი შემჭიდროვებულ ვადებში დიდი რაოდენობის მატჩების გამართვის აუცილებლობა გახდა, რის გამოც ფეხბურთელებზე დატვირთვა გაიზრდება.
შეცვლების განხორციელებას გუნდები ტაიმებს შორის შესვენებაში და მატჩის განმავლობაში გამოყოფილ სამ სპეციალურ მონაკვეთში შეძლებენ. გარდა ამისა, თუ მატჩში დამატებითი დრო დაინიშნა, გუნდები კიდევ თითო ფეხბურთელის შეცვლას შეძლებენ.