წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ტომას ფელიპე კარლოვიჩი ბოროტმოქმედებმა ძარცვის დროს მოკლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას mdzol ავრცელებს.
ორი დღის წინ, მას მშობლიური ქალაქში მძარცველები დაესხნენ თავს. ველოსიპედის წართმევის მიზნით, 74 წლის ყოფილ ფეხბურთელს თავში ჩაარტყეს, რის გამოც, კარლოვიჩს ინსულტი დაემართა.
იგი ადგილობრივ საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს და ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
მომხდარ ტრაგედიას სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად, დიეგო მარადონაც გამოეხმაურა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
საჭიროა იარაღის ტარების ნებართვა ყველა ნორმალური ადამიანისათვის, როგორც შეერთებულ შტატებშია! (აშშ კონსტიტუციის მე-2 შესწორება).
"ღმერთმა შექმნა ძლიერი და სუსტი ადამიანები, კოლტმა კი ისინი გაათანაბრა".
მაგრამ უსამართლო კანონმდებლობამ ისევ შეიტანა დისონანსი ამ საქმეში: ბოროტმოქმედი ყოველთვის შეიარაღებულია, მაშასადამე - ძლიერი! ხოლო კანონმორჩილი მოქალაქე კი - უიარაღო, ანუ სუსტი!