კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა ლაუტარო მარტინესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინელი შესანიშნავი ფეხბურთელია.
„ლაუტარო შესანიშნავი ფეხბურთელია. მესის თუ მოსწონს? ეს მას უნდა ჰკითხოთ. ყველა კარგ მოთამაშეს შეუძლია „ბარსელონას“ ინტერესის მოზიდვა. გარდა ამისა, ლეოსთან თამაში ბევრს უნდა და ეს ბევრისთვის დიდი სტიმულია“, - თქვა სეტიენმა.
აქვე გეტყვით, რომ ესპანური მედიის ცნობით, „ინტერმა“ ლაუტაროს სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო, არტურო ვიდალი და იჯარით ანტუან გრიზმანი მოითხოვა.