ჰანს-დიტერ ფლიკი „ბაიერნს“ 2023 წლამდე უხელმძღვანელებს

ჰანს-დიტერ ფლიკი „ბაიერნს“ 2023 წლამდე უხელმძღვანელებს

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა გუნდთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

ახალი ხელშეკრულების თანახმად, გერმანელი სპეციალისტი „რეკორდმაისტერს“ 2023 წლის ზაფხულამდე უხელმძღვანელებს. ფლიკმა მიუნხენური საფეხბურთო გრანდი რამდენიმე თვის წინ ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით გამართული 22 მატჩიდან გუნდმა 18 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 3-ჯერ დამარცხდა.

25 ტურის შემდეგ „ბაიერნი“ ბუნდესლიგას 4-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პრაქტიკულად გასულია, რადგან მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრად "ჩელსი" 3:0 დაამარცხა.