ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ტრევორ ჩერი 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ დაადასტურა.

„ამ რთულ მომენტში ჩვენი ფიქრები და ლოცვები მის მეუღლეს, შვილებს, დას და ხუთ შვილიშვილს უკავშირდება“, - წერს „ლიდს იუნაიტედის“ ვებგვერდი.

ჩერიმ „ჰადერსფილდის“ (1965-1972), „ლიდს იუნაიტედის“ (1972-1982) და „ბრედფორდ სიტის“ (1982-1985) რიგებში ითამაშა. ყველაზე დიდი კვალი კი „ლიდსის“ შემადგენლობაში დატოვა, სადაც 486 თამაში ჩაატარა. 1976-1980 წლებში ინგლისის ნაკრების მაისური 27-ჯერ მოირგო.