გატუზომ

გატუზომ "ნაპოლის" თანამშრომლების ანაზღაურების მიზნით ხელფასზე უარი თქვა

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ საკუთარი ხელფასის 20%-ზე უარი თქვა, რომ კლუბის თანამშრომლებმა კორონავირუსის ეკონომიკურ პირობებში ხელფასები აიღონ.

იტალიელმა აღნიშნული ნაბიჯი საკუთარი ინიციატივით გადადგა, რადგან „ნაპოლიში“ ფეხბურთელებისთვის და მწვრთნელებისთვის ხელფასები არ შეუმცირებიათ.

აქვე გეტყვით, რომ ჯენარომ გასულ წელს, როდესაც „მილანიდან“ გაათავისუფლეს კომპენსაციაზე უარი თქვა, რითაც თავის ასისტენტებს დაეხმარა გასამრჯელოს ანაზღაურებაში.