თუ 2020 წლის ოლიმპიადის გადადება კიდევ ერთხელ გახდა საჭირო, თამაშები აღარ ჩატარდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამის შესახებ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იოშირო მორიმ განაცხადა. კითხვაზე შესაძლებელია თუ არა ოლიმპიადის 2022 წლამდე გადატანა მან ასეთი პასუხი გასცა:
„არა. ამ შემთხვევაში ოლიმპიური თამაშების გაუქმდება“.
მისივე თქმით, თუ ტოკიოს თამაშები ჩატარდა, ეს გაცილებით უფრო ღირებული იქნება, ვიდრე წინა წლების ოლიმპიადები.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 2020 წლის ნაცვლად 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს. სპორტული ღონისძიების გადატანა კორონავირუსის პანდემიის გამო გახდა საჭირო, თუმცა ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ მასობრივი თამაშების ჩატარება სარისკო იქნება, თუ იმ დრომდე ეფექტიანი სამკურნალო პრეპარატი ან ვაქცინა არ იქნება მზად.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წლამდე გადაიდო.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.