პაულო დიბალას კორონავიეუსზე კვლავ დადებითი პასუხი დაუფიქსირდა

პაულო დიბალას კორონავიეუსზე კვლავ დადებითი პასუხი დაუფიქსირდა

„იუვენტუსის“ არგენტინელ ფეხბურთელს, პაულო დიბალას კორონავირუსზე მე-4 ტესტი ჩაუტარდა, პასუხი კვლავ დადებითია, - ამის შესახებ ინფორმაციას talksport ავრცელებს.

26 წლის დიბალა უკვე მეოთხე კვირაა დაავადებულია. ექიმების განცხადებით, ახლა დიბალას ანტისხეულების არსებობაზე ანალიზს ჩაუტარებენ და შემდგომ თერაპიული მკურნალობა გაგრძელდება.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსი იტალიაში გავრცელდა, საშიში ინფექციის გადატანა „იუვეს” კიდევ ორ ფეხბურთელს, დანიელე რუგანისა და ბლაიზე მატუიდს მოუწია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.