წარსულში ცნობილი ირლანდილი ფეხბურთელი მაიკლ რობინსონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას eastbourneherald ავრცელებს.
რობინსონი 1983-1984 წლებში იმ ლეგენდარული „ლივერპულის“ ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც ერთ სეზონში სამი ტიტული და მათ შორის ჩემპიონთა თასი მოიგო.
კარიერის ბოლო წლები რობინსონმა პამპლონას „ოსასუნაში“ გაატარა და ფეხბურთის გარდა, საზოგადოებას ესპანეთში თავი სხვა კუთხითაც დაამახსოვრა - მაიკლ რობინსონი ცნობილი ფიგურა იყო ესპანურ მედიაში.
2001 წელს ირლანდიელმა შრეკის ესპანურ ვერსიაში, „უშნო დების“ პერსონაჟებიდან ერთ-ერთი გაახმოვანა.
ირლანდიის ნაკრებში 1980-1986 წლებში გამართულ 24 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 4 გოლია.