სტოიჩკოვი:

სტოიჩკოვი: "ბევრი ფიქრობს, რომ მოურინიო "ბარსელონაში" მხოლოდ თარჯიმანი იყო, მაგრამ ასე არაა"

ვეტერანმა ბულგარელმა ფეხბურთელმა ხრისტო სტოიჩკოვმა „ბარსელონაში“ ჟოზე მოურინიოს ყოფნის პერიოდი გაიხსენა. როგორც ცნობილია, პორტუგალიელი ინგლისელი ბობი რობსონის თარჯიმანი იყო, შემდეგ კი გუნდში ლუის ვან გაალის დროსაც დარჩა.

თუმცა ბულგარელის განცხადებით, მოურინიოს თარჯიმანზე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა და უკვე შეინიშნებოდა სამწვრთნელო ამბიციები.

„ბარსელონაში“ ჩამოვიდა და ბევრს ჰგონია, რომ მხოლოდ თარჯიმანი იყო, მაგრამ ეს შეცდომაა. ის მინდორზე მუშაობდა და ყველაფერი იცოდა. ჩვენი მწვრთნელი იყო, ასევე შესანიშნავი მეგობარი“, - თქვა სტოიჩკოვმა.