პრემიერლიგა შესაძლოა 8 ივნისს განახლდეს

პრემიერლიგა შესაძლოა 8 ივნისს განახლდეს

ინგლისის პრემიერლიგის შეწყვეტილი სეზონი შესაძლოა 8 ივნისს განახლდეს. ბრიტანული მედიის ცნობით, 1 მაისს კლუბების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდებიან და სეზონის განახლების თარიღზე იმსჯელებენ.

ამჟამად ყველაზე რეალურია 8 ივნისს ტურნირის გაგრძელება, რომ ივლისის ბოლოს დასრულდეს. ასეთი გეგმა კი საწვრთნელი პროცესის 18 მაისს განახლებას გულისხმობს.

უფრო მეტიც, ლონდონის „არსენალმა“ უკვე განაახლა ვარჯიში, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დისტანციურად.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის სეზონი 8 მარტს, 29-ე ტურის შემდეგ შეწყდა.