„ბარსელონისა“ და არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ პირადი თვითმფრინავი შეიძინა.
თვითმფრინავს, რომელიც სპეციალური შეკვეთით შეიქმნა, 10 ნომერი აწერია, რომლითაც მესი „ბლაუგრანაში“ და ალბისელესტეში წლების მანძილზე თამაშობს. კიბეების საფეხურებზე კი, ლეოს ოჯახის წევრების, მეუღლის, ანტონელას და შვილების, ტიაგოს, ჩიროსა და მატეოს სახელები აწერია.
ვერტმფრენის ინტერიერს რაც შეეხება, ის შედგება დიდი სამზარეულოსგან, ორი სააბანაზოსგან და თექვსმეტი სავარძელისგან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რვა ლოგინად გადაკეთდება. თვითმფრინავის შეძენა მესის 15 მილიონი დოლარი დაუჯდა.