იაპონიის სუმოს ასოციაციამ 2020 წლის მესამე სუპერტურნირის წინ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. მაისის ბაშოს, რომლის ჩატარებაც კორონავირუსის პანდემიის გამო ჯერჯერობით კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ტოჩინოშინი დასავლეთის მეთერთმეტე მაეგაშირას რანგში შეხვდება.
ლევან გორგაძემ მარტში გამართულ ჰარუ ბაშოზე თოთხმეტიდან მხოლოდ ექვსი შეხვედრა მოიგო და ბანძუკეში ორი საფეხურით დაქვეითდა. წლის მესამე ბაშო წესით 10 მაისიდან 24 მაისამდეა დაგეგმილი და მისი ჩატარების ან გადადების საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.