მედია: რონალდუ „იუვენტუსში“ ორ წელზე მეტხანს რჩება

მედია: რონალდუ „იუვენტუსში“ ორ წელზე მეტხანს რჩება

ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ იტალიური კლუბში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩება.

მანამდე ვრცელდებოდა ცნობა, რომ კრიშტიანუ რონალდუ სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის დატოვებას გეგმავდა, რადგან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო კლუბი ამჟამინდელი ხელფასის გადახდას ვეღარ მოახერხებდა.

პორტუგალიელი ფორვარდის ყიდვა „პსჟ“-სა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ სურთ.

კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსში“ 2018 წლის ზაფხულში გადავიდა. იტალიურ კლუბს ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდა. ფეხბურთელის ყოველწლიური ხელფასი წელიწადში 31 მილიონი ევროა.