მძლეოსნობაში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი აღარ ჩატარდება. rfi-ის ინფორმაციით, კონტინენტის პირველობა 26-30 აგვისტოს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟან გრასიამ განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ, ჩემპიონატის გაუქმება გადაწყვიტეს.
აღსანიშნავია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადავადების გამო, 2022 წლისთვის გადაიდო მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომლისთვისაც 2021 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ემასპინძლა.