საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მწვრთნელის გარეშე დარჩა. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა.
„ვლადიმერ ვაისს კონტრაქტი სფფ-სთან მარტის ბოლოს ამოეწურა. ოფიციალურად დღეს ნაკრებს მთავარი მწვრთნელი არ ჰყავს. თუმცა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ვაისმა იცის ჩვენი პოზიცია. გვინდა, რომ ნაკრებში მუშაობა გააგრძელოს, თუმცა ოფიციალურად გარანტირებული არაა, რომ საქართველოს ნაკრებს კვლავ ვაისი გაწვრთნის.
ვიცით, რომ სულ მცირე სექტემბრამდე თამაშები არ გვექნება, შესაბამისად, ხელშეკრებულების გაფორმება არ არის იოლი. ფინანსური კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას, თუმცა მე ოპტიმისტურად ვუყურებ სიტუაციას და მჯერა, რომ ახლო მომავალში შეთანხმებას მივაღწევთ“, - განაცხადა კობიაშვილმა.