მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები კლუბის ბაზაზე ვარჯიშს სავარაუდოდ 4 მაისიდან განაახლებენ. ამის შესახებ გამოცემა Marca იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, კლუბი უსაფრთხოების ყველა ნორმას ზედმიწევნით დაიცავს. ფეხბურთელებს ვარჯიშის დაწყებამდე კორონავირუსზე ტესტირებას ჩაუტარებენ.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი მათ ბაზის დაუყოვნებლივ დატოვება მოეთხოვებათ, რათა კოლეგებთან და კლუბის თანამშრომლებთან მაქსიმალურად ნაკლები კონტაქტი ჰქონდეთ. „რეალის“ საწვრთნელი ბაზა კორონავირუსის გამო 12 მარტს დაიხურა.