ესპანეთში გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული ლა ლიგის ორი კლუბის, „ოსასუნასა“ და „ბეტისის“ ყოფილი წევრების განაჩენი გამოცხადდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, თერთმეტი ეჭვმიტანილიდან ცხრას თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამის შესახებ Daily Mail-ი ირტყობინება
„ოსასუნას“ ყოფილი გენერალური მდივანი ცხრაწლიან, დირექტორთა საბჭოს ბუღალტერი კი ხუთწლიან სასჯელს მოიხდის. პამპლონელების ყოფილი პრეზიდენტი და სპორტული დირექტორი მძიმე ვერდიქტს გადაურჩნენ და ციხეში მხოლოდ 8-8 თვის გატარება მოუწევთ.
რაც შეეხება „ბეტისს“, ამ გუნდის ექს-ფეხბურთელები, ანტონიო ამაია და ხავი ტორესი თითო-თითო წლით დააპატიმრეს. გამოძიება 2013/2014 წლებში თამაშების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობდა.