„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, დომინიკ მატეომ თავის ტვინის სიმსივნე დაამარცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
ფეხბურთელმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მძიმე დაავადებას ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ებრძოდა და საბედნიეროდ, მკურნალობა წარმატებით დამთავრდა.
მატეომ, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობდა, „ლივერპულში“ 1992-2000 წლებში 127 მატჩის გამართვა მოასწრო, რის შემდეგაც „სანდერლენდში“, „ლიდსში“, „ბლექბერნსა“ და „სტოკში“ თამაშობდა. შოტლანდიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში კი მის ანგარიშზე 6 შეხვედრაა.