გერმანიის უმაღლეს საფეხბურთო ლიგა, ბუნდესლიგა მზადაა, მაისში სპორტული აქტივობა განაახლოს, - ამის შესახებ BBC წერს.
ლიგის აღმასრულებული დირექტორის, კრისტიან სეიფერტის განცხადებით, ლიგა 9 მაისისთვის მზად იქნება. „თამაშები მაყურებლის გარეშე, - ეს ის არაა, რაც ჩვენ გვინდა, მაგრამ მოცემული მომენტისთვის მხოლოდ ესაა შესაძლებელი“, - ამბობს სეიფერტი. მისივე თქმით, გადაწყვეტილება გერმანიის მთავრობის ნებაზეა დამოკიდებული.
16 აპრილს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ 31 აგვისტომდე გერმანიაში ნებისმიერი სპორტული ღონისძიების ჩატარება აიკრძალა. იქამდე ერთი თვით ადრე გერმანიის ბუნდესლიგაში, კლუბ „ჰანოვერის“ ფეხბურთელ ტიმო ჰუბერს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსის გამო, მსოფლიოში არაერთი სპორტული და კულტურული ღონისძიება გადაიდო.