ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკეს ხელფასს საკუთარი ინიციატივთ შეიმცირებს. As-ის ინფორმაციით, გამოცდილმა სპეციალისტმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ხელფასის დაკლების მიზნით ოფიციალურად მიმართა.
ლუის ენრიკე მზადაა გასამრჯელო 25%-ით შეიმციროს, მიუხედავად იმისა, რომ ფედერაციისგან არანაირი თხოვნა ამის შესახებ არ ყოფილა. ესპანელს სურს, რომ ფედერაციას ეკონომიკური ზარალი შეუმციროს უფეხბურთობის პერიოდში, მითუფრო, რომ ევრო 2020 ერთი წლით გადაიდო და ყველა ფედერაციას ფინანსური პრობლემები აწუხებს.