„მილანის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ამჟამად „მონცას“ ხელმძღვანელი ადრიანო გალიანი ამბობს, რომ ევროპულ გრანდებს გაკოტრების საშიშროება ემუქრებათ.
იტალიელის აზრით, მხოლოდ ხელფასების შემცირება საკმარისი არ იქნება, რადგან კლუბებმა პრაქტიკულად ყველა შემოსავალი დაკარგეს, სატელევიზიო უფლებებიდან დაწყებული, მუზეუმების ვიზიტორებით დამთავრებული.
„ანგარიშები დამძიმდა. კლუბების დავალიანების გამო და ტელევიზიების შემოსავლების დაკარგვით, სიტუაცია პოტენციურად დრამატულია. მხოლოდ სატელევიზიო უფლებების შესამოსავალიც არაა, გუნდებმა სტადიონის შემოსავალიც დაკარგეს, 400 მილიონი ევროც, რომელიც უეფას ჯერ არ აქვს განაწილებული ევროთასებისთვის. ევროპის საუკეთესო კლუბები გაკოტრების საფრთხის ქვეშ არიან, მხოლოდ ხელფასების შემცირება საკმარისი არ იქნება. დავფიქრდეთ, მხოლოდ მუზეუმიდან „ბარსელონა“ 50 მილიონ ევროს აგროვებს, რადგან „კამპ ნოუს“ მუზეუმი დამთვალირებელთა რაოდენობით ესპანეთში მეორეა, ახლა კი დაკეტილია“, - განაცხადა გალიანიმ.