რანიერი:

რანიერი: "ფეხბურთი ბოლო სფერო უნდა იყოს, რომელიც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება"

ცნობილი იტალიელი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი წინააღმდეგია უახლოეს ხანში საფეხბურთო მატჩების განახლების. „სამპდორიას“ თავკაცი მიიჩნევს, რომ ფეხბურთი უნდა იყოს ერთ-ერთი ბოლო სფერო, რომელიც ცხოვრებას ძველებურად დაუბრუნდება.

„თითოეულ ჩვენგანს უნდა მოედანზე დაბრუნება. მაგრამ ეს არის წინდახედულების მომენტი. არავინ იცის, როგორ რეაგირებს ვირუსი სპორტსმენზე და თუ რამე სერიოზული მოხდება, ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას? სიმართლე ისაა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დაღუპული და ბევრი ინფიცირებულია, რომ ჩვენ ფეხბურთის თამაში დავიწყოთ.

ჩვენ ერთ-ერთი ინდუსტრია ვართ, რომელიც ყველაზე მეტ რისკს შეიცვას. ფეხბურთამდე ქვეყანა უნდა ამოძრავდეს, პელეგრინი და ფონინი (იტალიელი მოცურავე და ჩოგბურთელი - რედ) სიმართლებს ამბობენ, ამ სამყაროში ბურთზე მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს. მეტსაც გეტყვით: რადგან ფეხბურთი კონტაქტური სპორტია, ბოლო უნდა იყოს, რომელიც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

კორონავირუსის ტესტები? ის ხალხს უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ჩვენ და ვერ მივიღებთ. ეს არც სწორი იქნება და არც ეთიკური, მყავს მეგობრები, რომლებიც ავად იყვნენ, მაგრამ ტესტები ვერ ჩაიტარეს, რადგან არ ჰქონდათ“, - განაცხადა რანიერიმ.