იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის 2019/2020 წლების სეზონი აუცილებლად დასრულდება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება სერია A-ს კლუბების საბჭოს საერთო კრებაზე მიიღეს. ლეგა კალჩოს ხელმძღვანელები ქვეყნის მთავრობისგან შეზღუდვების მოხსნას ელოდებიან, რომელიც 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება და გუნდები ვარჯიშს შეუდგებიან. ჩემპიონატის განახლების ზუსტი თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება.
იტალიის ჩემპიონატი კორონავირუსის პანდემიის გამო 26-ე ტურის შემდეგ შეწყდა. სატურნირო ცხრილს 63 ქულით ტურინის “იუვენტუსი” ლიდერობს, მეორე ადგილზე კი რომის “ლაციოა”.