(იბეჭდება შემოკლებით)
ნინო ბურჯანაძე, პარლამენტის თავმჯდომარე:
„ჩვენი შეცდომის ერთ-ერთი ყველაზე იდეალური...
იდეალური, ალბათ, ბრჭყალებში, მაგალითი არის სწორედ ირაკლი ოქრუაშვილი.
კიდევ უფრო მეტი სირცხვილია, რომ ეს ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს გვერდით იდგა და ჩვენი ერთ-ერთი ლიდერი იყო.
ძალიან დიდი გულისტკივილით ვამბობ ამას. ეს სირცხვილია, ნამდვილად სირცხვილია, რომ ჩვენ წლების განმავლობაში ერთ-ერთ ლიდერად გვყავდა ადამიანი, რომელმაც იკადრა ის, რისი წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო.
ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა აბსოლუტურად ჩაფლული ყველანაირ სიბინძურეში.“