იმუნოლოგ-ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ერთადერთი წამალი, რომელიც კაცობრიობას კორონავირუსის წინააღმდეგ აქვს, სოციალური დისტანციაა. ექიმმა სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ამ საკითხზე პოსტი გამოაქვეყნა.
„მხოლოდ ორი ფაქტორი – ფიზიკური დისტანცია და ჟანგბადის მიწოდება, ესაა რაც კაცობრიობას კორონავირუსის წინააღმდეგ აქვს. დაახლოებით ისე, როგორ 1918 წლის ესპანური გრიპის დროს.
ძალიან უსუსურია ადამიანი ამჟამინდელი გადასახედიდან. გთხოვთ, ეს ყველამ გავიაზროთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა ამ კატასტროფას!“ – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.