ირაკლი ჭეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე: კანონის წინაშე აგებს პასუხს, რადგან ეს არის ცრუ ბრალდება თეა წულუკიანის ოჯახის მიმართ

ირაკლი ჭეიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანზე: კანონის წინაშე აგებს პასუხს, რადგან ეს არის ცრუ ბრალდება თეა წულუკიანის ოჯახის მიმართ

კანონის წინაშე აგებს პასუხს, რადგან ეს არის ცრუ ბრალდება წულუკიანის ოჯახის მიმართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა თეა წულუკიანის Facebook-პოსტს, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მან ცილისწამებისთვის ნანუკა ჟორჟოლიანს უჩივლა.

„ტყუილზე აგებული პროპაგანდა აქვთ, შესაბამისად, ქალბატონმა თეამ უჩივლა. ახლა კანონის წინაშე აგებს პასუხს, რადგან ეს არის ცრუ ბრალდება წულუკიანის ოჯახის მიმართ“, - განაცხადა ჭეიშვილმა.