ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი სერ სტირლინგ მოსი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი სერ სტირლინგ მოსი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფორმულა 1-ის ლეგენდარული პილოტი სერ სტირლინგ მოსი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსი მის გარდაცვალებასთან არანაირ კავშირში არ არის. ფორმულა 1-ში კარიერის განმავლობაში ჩატარებული 529 რბოლიდან, მოსმა 212 მოიგო, ყველაზე დიდ წარმატებას კი 1961 წელს მონაკოს გრან პრიზე მიაღწია.

სტირლინგ მოსმა კარიერა 1962 წელს, გუდვუდის მძიმე ავარიის შემდეგ დაასრულა, რის გამოც ერთი თვე კომაში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.