მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ გუნდებს შორის 18 ივლისს პორტ ელიზაბეტში გასამართი ტესტ-მატჩი აღარ შედგება. ამის შესახებ ავტორიტეტული ვებგვერდი Rugby Pass-ი სამხრეთ აფრიკულ გამოცემებზე დაყრდნობით წერს.
თამაშის ჩაშლის მიზეზი მორონავირუსის პანდემიაა. „ქურციკებს” ქართველებთან მატჩამდე 4 და 11 ივლისს შოტლანდიელებთან უნდა ეთამაშათ და ეს შეხვედრები ოქტომბრისთვის გადაიდო. სამხრეთ აფრიკა-საქართველოს მატჩი კი ან საერთოდ აღარ შედგება, ან გადაიდება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.