ლონდონის „ჩელსის“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე, პიტერ ბონეტი 79 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ბონეტი 1960-1970-იანი წლების ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე და ლონდონური კლუბ „ოქროს ხანის“ ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იყო. „ჩელსის“ შემადგენლობაში დებიუტი მას 1960 წელს ჰქონდა. კარიერის განმავლობაში ბონეტიმ „ჩელსის“ მაისურით 729 მატჩი ჩაატარა, აქედან 208-ში კარი მშრალად შეინახა.
1966 წელს ინგლისის ნაკრებთან ერთად ბონეტიმ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, 1970 წელს კი „ჩელსის“ რიგებში ინგლისის თასის მფლობელი გახდა.