სენსაციური აღმოჩენა: ხელოვნური სუნქთვის აპარატი პანაცეა სულაც არაა და ხშირად კორონავირუსით დაავადებულებს კლავს კიდეც

სენსაციური აღმოჩენა: ხელოვნური სუნქთვის აპარატი პანაცეა სულაც არაა და ხშირად კორონავირუსით დაავადებულებს კლავს კიდეც

როგორც ცნობილია, კორონავირუსით დაინფიცირებულთათვის ძირითად საფრთხეს პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა წარმოადგებს. სწორედ ამიტომ, კლინიკებში  ხელოვნური სუნქთვის აპარატი საკმაო რაოდენობის არსებობა ძალზემ მნიშვნელოვანია.

მაგრამ როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანი აცხადებს, თუ პაციენტებს რესურსი გააჩნიათ, ისინი ფილტვების ხელოვნურ ვენტილიაციაზე არავითარ შემთცვევაში არ უნდა გადავიყვანოთ.

მისა აზრით, ეს ერთ-ერთ ძლიერ ტრავმვას წარმოადგენს და აპარატზე მიერთებამდე ექიმები ყველა არსებული საშუალება ბოლომდე უნდა გამოიყენონ.

იგივე პოზიცია სულ უფრო დომინანტური ხდება აშშ-შიც, სადაც  ხელოვნურ სუნქთვის აპარატების გამოყენებისას შეინიშნება ლეტალური შედეგების არანორმალური მატება. ხოლო ავადმყოფების 80 პროცენტი იღუპება.

ამიტომაც ექიმები სულ უფრო ხშირად უარს ამბობენ მის გამოყენებაზე, თვლიან რა, რომ ხშირად ე.წ. „ვენტილატორმა“ (როგორც ხელოვნური სუნქთვის აპარატს შემოკლებით მოისხენიებენ) შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს პაციენტების ჯამრთელობას.

უკვე არსებული სტატისტიკით,  ზოგადად  ხელოვნური სუნქთვის აპარატის მეშვეობით შესაძლებელია სუნქვის მძიმე უკმარისობის მქომე პაციენტების 50-60 პროცენტის გადარჩენა, ხოლო კორონავირუსის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 20 პროცენტს არ აღემატება. იგივე დაკვირვებები გაკეთდა გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთში, სადაც ხელოვნურ სუნქთვის აპარატების გამოყენებისას დაღუპულთა პროცენტული მაჩვენებელი შესაბამისად 66% და 86%-ია.

ბაქტერიული პნევმონიის შემთხვევაში ხშირად პაციენტების  ხელოვნური სუნქთვის აპარატთან მიერთება 1-2 დღით ხდება ხოლმე, მაშინ, როცა ახალი მომაკვდილებელი ვირუსით დაავადებული ავადმყოფები 7 და მეტი დღის განმავლობაში შეიძლება იყვნენ „ვენტილატორზე“.

ამიტომ ექიმების მიერ შემუშავებული უახლესი მეთოდი ითვალისწინებს კორონავირისით დაავადებულების სხვადასხვა პოზაში დაწოლას, მათ შორის მუცელზეც (რადგანაც ამ შემთხვევაში იზრდება ფილტვების აერაცია) და ცხვირიდან აზოტის ოქსიდით გაჯერებულ ჟანგბანს მიწოდება, რაც ფილტვების დაზიანებულ უბნებში სისხლი მიმოქცევას აძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ სავადმყოფოები საჭირო რაოდენობის ხელოვნური სუნქთვის აპარატით არ უნდა იყვნენ მომარაგებული.

Roditi გამარჯობა, გაქვთ ცოტა კრედიტი და ცდილობთ სესხის კაპიტალის მიღებას ადგილობრივი ბანკებიდან და სხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან? მე ვთავაზობ სესხებს დაბალი საპროცენტო განაკვეთით 2% და ყოველგვარი საკრედიტო გამშვების გარეშე. გთხოვთ დამიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტით: olivierroditi1948@gmail.com o Whatsapp: + (337) 56 99 23 31
4 წლის უკან