პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ორი ინფიცირებული დაემატა

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ორი ინფიცირებული დაემატა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან მათ კლინიკაში ორი პაციენტი მოათავსეს.

„დაგვემატა ორი ახალი პაციენტი. გვყავს ინფიცირებული 54 პაციენტი. 6 კვლავ რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, 3 მართვით სუნთქვაზეა. 3 სპონტანურ სუნთქვაზეა. ველოდებით ამ პაციენტებზე გაგზავნილ პასუხებს ლუგარიდან, რადგან გასულია პროტოკოლით. ინტენსიურ განყოფილებაში მყოფი ყველა პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია. არცერთი უარყოფითი კლინიკური გამოვლინება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება. ორსული ქალბატონების მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია. ასევე სტაბილური ორი ბავშვის მდგომარეობაც“, - განაცხადა რატიანმა