მადრიდის „ატლეტიკოს“ ყოფილმა მცველმა ფილიპე ლუისმა განაცხადა, რომ ლიონელ მესისთვის მაისურის გაცვლა არასდროს უთხოვა.
„ფლამენგოს“ ფეხბურთელი მესის ძალიან დიდ პატივს ცემს და მსოფლიოსსაუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს, მაგრამ მოედანზე ყოფნის დროს მისთვის მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებას აქვს და არა მაისურების გაცვლას.
„მესისთვის მაისური არასდროს მითხოვია. როდესაც მოედანზე გავდივარ, მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ, არა იმის გამოსაყენებლად, რომ შემდეგ ვთქვა: მესის წინააღმდეგ ვითამაშე. მიუხედავად ამისა, ის ძალიან მიყვარს და ჩემი აზრით, „ოქროს ბურთს“ ყოველთვის უნდა იგებდეს. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, ვისიამოვნოთ მისი თამაშით, რადგან არ ვიცით რამდენი წელი ან ათეული წელი გაივლის, სანამ მსგავსი მოთამაშე გამოჩნდება“, - განაცხადა ბრაზილიელმა.