შედეგი, რომელიც საქართველოს აქვს და განასხვავებს ბევრი სხვა უფრო ძლიერი სახელმწიფოებისგან, არის სწორი მენეჯმენტისა და სწორი პოლიტიკის შედეგი. არის შედეგი იმ რეკომენდაციების გათვალისწინების, რომელსაც პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ. ამის შესახებ საქართველს პარლამენტის წევრმა, მერაბ ქვარაიამ „პალიტრის“ ეთერში განაცხადაა.
მისივე თქმით, ხელისუფლების თითოეული გადაწყვეტილება ხდება პროფესიონალ ექიმებთან შეთანხმებით. „ჩვენი პირველი და უმთავრესი ამოცანა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოებაა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები პირველივე დღიდან იყო სწორი და ეფექტური. სხვა შემთხვევაში არ გვექნებოდა ის შედეგები, რაც დღეის მდგომარობით გვაქვს.
ვის უნდა დავუჯეროთ, ამირან გამყრელიძეს, რომელიც გამოცდილი სპეციალისტი და თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია თუ გიორგი ვაშაძეს, რომელიც პოლიტიკური აქტიურობით ცდილობს ყურადღების მიპყრობას, სინამდვილეში კი წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობს და მხოლოდ დემაგოგიის კორიანტელს აყენებს ? რა თქმა უნდა, ამირან გამყრელიძეს. უნდა ვენდოთ და დავუჯეროთ! პროფესიონალი ექიმების რჩევების გათვალისწინების შედეგია ის პოზიტივი რაც დღეს გვაქვს“, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მერაბ ქვარაიას კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.