დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის დაფინანსების საკითხს გადახედავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგნიზაციის დაფინანსების საკითხს გადახედავს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალს ტრამპის განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უზარმაზარ თანხებს იღებს შეერთებული შტატებიდან და მას აღნიშნულის გადახედვა სურს.

როგორც ტრამპმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ჯანმო ბევრ შეცდომას უშვებდა. ტრამპმა მაგალითად მისი გადაწყვეტილება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც აშშ-ში მოგზაურობა აკრძალა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯანმოს პოზიციები ჩინეთზეა ორიენტირებული.

"მათ ჩემი გადაწყვეტილება გააკრიტიკეს, ჩინეთთან მოგზაურობის შეწყვეტის თაობაზე. ისინი ბევრ რამეში ცდებიან",-აღნიშნა ტრამპმა.

”ჩვენ ამას გავითვალისწინებთ, ასე რომ, ჩვენ განვიხილავთ ამას,” - დაამატა ტრამპმა.

Katana . ჯანმო-ს ერთ-ერთი სრულიად არაადეკვატური, არაფერზე დაფუძნებული და სულელური გადაწყვეტილება: სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა, ყველა სახის სავაჭრო დაწესებულების დახურვა!
ჩაქუჩის ან დრელის ყიდვა რატომ არის უფრო საშიში, ვიდრე პურის ან მაკარონის?
- სად არის ლოგიკა?!
ყველა ავტოსადილერო დაიხურა და ავტოტექმომსახურება (ანუ, სერვისი) მუშაობს! - სად არის ლოგიკა?!
და ა.შ., რასაც ასობით მილიონის თუ მილიარდის ზარალი მოაქვს ეკონომიკისთვის, უმუშევრად დარჩენილი მოსახლეობისთვის...
რას ემსახურება მსგავსი გადაწყვეტილებები?
კორონა-უსაფრთხოებას ნამდვილად არა!
5 წლის უკან
Maverick კატანა, მე ვერ მოვესწარი, შენი არ ვიცი მე 53-ნი ვარ, მაგრამ ისტორიიდან ეს ადამიანი ერთ დიდ სახელმწიფო მოღვაწეს მაგონებს მისი ადეკვატური ქცევებით და შემართებით...
5 წლის უკან