ინდოეთში ვირუსი-პოლიციელები გამოჩნდნენ

ინდოეთში ვირუსი-პოლიციელები გამოჩნდნენ

კორონავირუსის პანდემიის გამო ინდოეთში "აბსოლუტური კარანტინი" გამოაცხადეს, რომელიც ქვეყნის 1300 მილიონ მცხოვრებს შეეხება.

გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ კარანტინის დამრღვევებს ინდოელი პოლიციელები წიხლებით და ხელკეტებით უმასპინძლდებიან, თუმცა გუშინ ინდოელი პოლიციელები ქუჩებში კორონავირუსის ფორმის ჩაფხუტებით გამოეფინენ, რათა კიდევ ერთხელ შეახსენონ მათ სახლში დარჩენისა და სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობის შესახებ.