მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ორ მესამედს ფილტვების ანთება აქვს, ექვსი მძიმე, ხოლო ერთი კრიტიკული პაციენტია

მარინა ენდელაძის განცხადებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებულებიდან ორ მესამედს ფილტვების ანთება აქვს, ექვსი მძიმე, ხოლო ერთი კრიტიკული პაციენტია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 38 კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს.

მისივე თქმით, ორ მესამედს ფილტვების ანთება აქვს, ექვსი არის მძიმე მდგომარეობაში, ხოლო ერთი პაციენტი კრიტიკულად ფასდება.

„38 შემთხვევაა ამჟამად ჩვენთან დდასტურებული, 29 გაწერილი გვყავს. 38-დან ორი მესამედი მაინც არის ფილტვების ანთებით, პნევმონიით, ექვსი მძიმეა, ერთი კრიტიკული.საყურადღებო პაციენტები გვყავს, თანდათან უფრო დაიძაბა მუშაობა. უფრო მეტი პნევმონიები გამოჩნდა, დინამიკაში, ასე ხდება ხოლმე. ორ მესამედს ფილტვების ანთება აქვს, ექვსი არის მძიმე, ერთი კრიტიკული“ , – განაცხადა ენდელაძემ.