ნავთობი კიდევ გაიაფდება და ფასი 10 დოლარამდე დაეცემა

ნავთობი კიდევ გაიაფდება და ფასი 10 დოლარამდე დაეცემა

ბოლო რამდენიმე კვირაა ნავთობის ფასი არნახულად ეცემა და აპრილში წარმოუდგენელ ანტირეკორდს ელოდებიან. ამჟამად მოთხოვნა-მიწოდებას შორის დიდი დისბალანსია. ამასთან მსოფლიოში ყველა დიდი საცავი და რეზერვუარი გადავსებულია. ამიტომაც უახლოეს პერიოდში გაიაფების ტენდენცია არ შეიცვლება.

უცხოელი ანალიტიკოსების პროგნოზით, გარკვეული დროის შემდეგ ნავთობის წარმოების შემცირება მოხდება მსოფლიოს ყველა რეგიონში, მათ შორის, ოპეკის წევრ ქვეყნებში. საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ახლა პლანეტაზე ყოველდღიურად თითქმის 100 მილიონი ბარელი ნავთობი იწარმოება. მანამდე კი, ვიდრე ეს მოხდება, შავი ოქროს ფასი შავად მიდის. არის სერიოზული ვარაუდი, რომ აპრილშივე ერთი ბარელის ღირებულება 10 დოლარამდე ჩამოვა.

რუსული ურალსის ტიპის ნავთობის ფასი ახლა ერთ ბარელზე უკვე ამ დიაპაზონშია და 11-13 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ასეთ სიტუაციაში ბიუჯეტი ნავთობის გადასახადებისგან პრაქტიკულად შემოსავალს ვერ იღებს, ხოლო კომპანიებს ევროპაში ნავთობის გაყიდვა აღარ უღირთ.

მარტის თვეში, ნავთობზე ფასები ძველი ფასის მესამედზე ნაკლები გახდა, სწორედ მას შემდეგ რაც რუსეთმა და საუდის არაბეთმა „ოპეკ პლუსის“ შეთანხმების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს. შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებას ეხება, რომელიც ნავთობის ფასს 50-60 დოლარზე 3 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. შეთანხმების მოქმედების ვადა 1 აპრილს ამოიწურა და ახლა ნავთობის მოპოვებისა და ექპორტის გაზრდის საშუალებას ბევრ ქვეყანას უჩნდება. საუდის არაბეთმა მოპოვების 25 პროცენტით გაზრდა უკვე დააანონსა - ქვეყანა დღეში 12 მილიონ ბარელამდე ნავთობის მოპოვებას დაიწყებს.

რუსეთმა 2020 წლის პირველ კვარტალში ნავთობის მოპოვება 0,7 პროცენტით გაზარდა - ანუ დღეში 11,3 მილიონი ბარელს მოიპოვებდა, თუმცა უახლოეს მომავალში მოპოვების გაზრდას აღარ აპირებს.

ნავთობის ფასზე მოქმედებს ნედლეულზე მოთხოვნის კატასტროფული ვარდნა, რაც კორონავირუსის პანდემიითაა გამოწვეული. აპრილში „ბრენტის“ ტიპის ნავთობი შეიძლება ერთ ბარელზე 10 დოლარი გახდეს. რამდენიმე დღის წინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთმა და საუდის არაბეთმა ნავთობის მოპოვებაზე შესაძლოა, ახალ ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი. მანამდე კი ბაზარზე არსებული სიტუაცია, აშშ-ს პრეზიდენტმა ორივე ქვეყნის პირველ პირთან პირისპირ განიხილა.

ფასის 10 დოლარამდე კლება, სრულებით რეალურად მიაჩნია ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილს. მისი განმარტებით, როცა მოთხოვნა მცირდება, ხოლო ნავთობის მოპოვება იზრდება, ფასების ვარდნა, ბუნებრივი პროცესია.

„ვითარების სცენარი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის გავრცელება რამდენ ხანს გაგრძელდება. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე. ვხედავთ, რომ საჰაერო მიმოსვლა მსოფლიოში გაჩერებულია, ასევე 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანია კარანტინში და შესაბამისად, საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. ამ პირობებში კი მრეწველობა, წარმოება და ვაჭრობა მნიშვნელოვანი შეფერხებებით მუშაობს. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სექტორების, რომლებიც მსოფლიოსთან ერთად გაჩერდა. ამის გავლენაა ის, რომ ნავთობის მოხმარება იკლებს და სხვადასხვა გათვლებით უკვე მიმდინარე ეტაპზე 25%-იანი კლებაა ნავთობის მოხმარებასთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქედან, რომ კორონავირუსის არეალი და მასშტაბები უფრო და უფრო ფართოვდება იზრდება პრობლემაც და მცირდება ნავთობის მოპოვება. მოლოდინი უფრო მძიმეა და შესაბამისად, თუ ასეთი სცენარი განვითარდა, ფასიც დაიკლებს. აღსანიშნავია, რომ „ოპეკი პლუსის“ შეთანხმება ვერ შედგა. ნავთობის მოპოვება უნდა შემცირებულიყო, ახლა კი სახეზე გვაქვს ვითარება, როცა საუდის არაბეთი ზრდის წარმოებას. იგივე პოზიციაზეა რუსეთიც. აშშ კი ახლა უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობით, დღე ღამეში 12 მლნმდე ნავთობს მოიპოვებს. იმ ფონზე კი, როცა მოთხოვნა მცირდება და ნავთობის მოპოვება იზრდება, იქმნება დისბალანსი მიწოდება-მოთხოვნას შორის. ეს იწვევს ფასის ვარდნას და შესაბამისად, პროგნოზი, რომ ფასი შესაძლოა, 10 დოლარამდე დაეცეს, სრულებით რეალურია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მარაგები. ფაქტობრივად ყველა დიდი სანავთობო საცავი, ასევე ტანკერები გადავსებულია ნავთობით“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.

DDDzia ჰოდა აგუგუნდება ჩვენი ეკონომიკა, როგორც კი გაიაფდება ნავთობი 10 დოლარამდე.
თუმცა ეს ჩვენამდე ვერასდროს ვერ მოაღწევს.
აკი ახლაც გაიაფებულია 50-60%-ით, მაგრამ ბენზინის ფასებს ეტყობა რამე?
სადაა მთავრობა????
სადაა ანტიმონოპოლიური სამსახური?
გახარია!!!
ახლა ხომ გაქვს შესაძლებლობა და რეალური სურათი რა ხდება და ვინ რას აკეთებს, ანუ ვინ რა ღირს?
ჰოდა მიიღე შესაბამისი ზომები.
4 წლის უკან
trampi ძია
ანტიმონოპოლიური სამსახური ბენდუქიძემ თან წააიღო
ქურდს რა უნდა ბნელი ღამეო....სპეციალურად გააკეთეს......
ეხლა ერხევათ მაგათაც, მაგრამ მაინც ვერ უკისრიათ ფასების დაკლება
....ჰოოდა იქნებ ცოტა გონზე მოვიდნენ, თუ არადა შეისხან უკან ის ბენზინი....
4 წლის უკან
DDDzia Николай Стариков: цены на нефть – интрига продолжается
ბმული
4 წლის უკან