ლევან ჩოტორლიშვილი: პაციენტთან დაკავშირებით არ არსებობს ზუსტი პროგნოზები, ძალიან ბევრი დამოკიდებულია შემთხვევითობაზე, ბედისწერაზე, განგებაზე

ლევან ჩოტორლიშვილი: პაციენტთან დაკავშირებით არ არსებობს ზუსტი პროგნოზები, ძალიან ბევრი დამოკიდებულია შემთხვევითობაზე, ბედისწერაზე, განგებაზე

ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან ჩოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"ყველა ჩერგოლეიშვილის და ლადარიას სისულელეებს დასცინის, მაგრამ ცოტა თუ ფიქრობს იმაზე, რომ მათ მიერ გამოთქმულ სისულელელეს საერთო საფუძველი აქვს: უკიდურესად პრიმიტიული ვულგარული წარმოდგენები სამყაროზე და მათ შორის მედიცინაზე.

ერთადერთი მეცნიერება რომელსაც აბსოლუტურ სიზუსტეზე აქვს პრეტენზია არის მათემატიკა. თეორიულ ფიზიკაში სიზუსტე ეხება მხოლოდ აღწერის მეთოდოლოგიას, შედეგი კი შეიძლება იყოს ალბათური. იმედია ბიოლოგები მაპატიებენ, მაგრამ ფიზიკოს-თეორეტკოსის ან მათემატიკოსის თვალთხედვით ბიოლოგია საერთოდ არ არის მეცნიერება, ხოლო მედიცინა მეტწილად ხელოვნებაა ვიდრე მეცნიერება. ასე იყო ყოველთვის და იქნება მომავალშიც.

მედიცინაში პაციენტთან დაკავშირებით არ არსებობს ზუსტი პროგნოზები. საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი დამოკიდებულია შემთხვევითობაზე, ბედისწერაზე, განგებაზე. ერთი პაციენტი შეიძლება გადარჩეს და მეორე დაიღუპოს ერთნაირი დაავადების და მკურნალობის პირობებში. ამას გულისხმობდა ქალბატონი ინფექციონისტი.

ქალბატონ ჩერგოლეიშვილს კი ჰგონია რომ კომპიუტერი და ინგლისური ვინც იცის, ყველას შეუძლია იყოს ექიმი.

ნანახი თუ არ გაქვთ გირჩევთ ნახოთ კისლევსკის დეკალოგის ფილმი ექიმზე. ამ თემაზეა".