გია გაბრიჭიძე: ის თავდასხმები ექიმებზე, რასაც ე.წ. ტელევიზიები ახორციელებდნენ, არის გარკვეულ პერიოდზე გათვლილი მიზანმიმართული გეგმის პირველი ნაწილი

გია გაბრიჭიძე: ის თავდასხმები ექიმებზე, რასაც ე.წ. ტელევიზიები ახორციელებდნენ, არის გარკვეულ პერიოდზე გათვლილი მიზანმიმართული გეგმის პირველი ნაწილი

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ის თავდასხმები ექიმებზე, რასაც ე.წ. ტელევიზიები ახორციელებდნენ, არის გარკვეულ პერიოდზე გათვლილი მიზანმიმართული გეგმის პირველი ნაწილი

მათთვის, ვინც ამ გეგმას ახორციელებს, სურდა ხალხის თვალში დაემცირებინათ, გაეუბრალოებინათ ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი და განათლება. მოეხდინათ საზოგადოებისთვის იმ ნარატივის თავს მოხვევა, რომ იმ ხალხს ვინც „საბჭოთა განათლება“ მიიღეს, არაფრის კეთება არ შეუძლიათ და ის შედეგები, რასაც ვხედავთ არის მხოლოდ და მხოლოდ იზოლაციისა და იმ რაღაც დახმარებების დამსახურება, რაც გარედან მივიღეთ. მათ უცოდინრობისა და ბლაგვი აზროვნების გამო, ვერ მოახერხეს სერიოზული დარტყმის მიყენება, რადგანაც იმ ე.წ. „სამედიცინო მიმართულებამ“, რომელიც რაღაც იდიოტურ სწრაფ ტესტებზე აპელირებით სცადეს, საზოგადოებაში ავტორთა დაცინვა და სრული გაბიაბურება გამოიწვია. მათ ასევე სრული კრახი განიცადეს სხვა ტექნიკური საკითხების, მაგ: ნიღბებისა და ხელთათმანების დეფიციტის შესახებ „განგაშის ზარების“ რეკვით.

მათი მწირი გონებრივი მდგმარეობა და სრული უინტელექტობა, რაც აზროვნების სწორხაზოვნებას განსაზღვრავს, არ აძლევთ ვარირებისა, თუ იმპროვიზაციის საშუალებას და ის პროგრამა, რომელიც მათს ტვინებშია შეყვანილი (მაგ: ყველაფერი საბჭოთა „სიბნელეა“, ხოლო დასავლური არის „cool“, მართლმადიდებლური ეკლესია არის “ბნელი“, ხოლო „მამა რუსუდანი“ - „cool“), მათ აცხოვრებთ და ამუშავებთ ზუსტად ისე, როგორც ჩვეულებრივ რობოტს. აცხოვრებთ და ამუშავებთ ზუსტად ისე, როგორც იმ გარობოტებულ ადამიანებს, რაც ჰოლივუდის მრავალ ფილმში გვაქვს ნანახი (მაგ: „მატრიცა“).

სწორედ ამის გამო, ისინი იმ დაპროგრამებული რობოტებივით მიდიან შეტევაზე ისეთ მოწინააღმდეგესთან, სადაც ნორმალური აზროვნების ადამიანი ხვდებოდა იმას, რომ ბალისტიკურ რაკეტას, ქაღალდის თვითმფრინავით ვერ ჩამოაგდებ.

მათ ტვ პირველის ეთერში სცადეს ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ქაღალდის თვითმფრინავების გამოყენება და მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს (თუ ტელეკომპანიისთვის გვარამიას „შეფასება“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საზოგადოების, მაშინ იყოს ისე, როგორც არის).

როცა ნათლად გამოჩნდა ქაღალდის თვითმფრინავების სრული კრახი, სხვა „ტაქტიკა“ ამუშავდა.

თამარ ჩერგოლეიშვილის როყიო გამოხტომამ მარინა ეზუხბაიას წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ჩვენი სასიქადულო ექიმის პროფესიონალიზმში ეჭვის შეტანას და მის ეკლესიურობაზე ხაზგასმით, ამ ქალბატონის „ბნელ“ და „არამეცნიერ“ პიროვნებად, წარმოჩენას ისახავდა მიზნად, კვლავ კრახი განიცადა.

ტირადა სრულდებოდა ე.წ. „cool“ სპეციალისტის მოთხოვნით, რასაც მისი აზრით „ბნელეთისთვის“ ლახვარის ჩაცემის ტოლფასი უნდა ყოფილიყო, შედეგად კი მივიღეთ კიდევ ერთი ქაღალდის თვითმფრინავი და იმის დასტური, რომ იმ პოლიტიკურ ძალაში, რომლის ერთ-ერთ ლიდერს ეს ქალბატონი წარმოადგენს, აზროვნების დიდი ნაკლებობაა."