პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაძლოა დღის ბოლოს დატოვოს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა რამდენიმე გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა შესაძლოა დღის ბოლოს დატოვოს

ამ დრიოისთვის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 52 პაციენტი წევს. ის პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, საკარნტინო ზონაში გადაიყვანეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

მისი თქმით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტებიდან COVID-19 23 პაციენტს დაუდასტურდა და მათი მდგომარეობა სტაბილურია.

„ლუგარის ლაბორატორიიდან ველოდებით დამატებით ტესტებს. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი ტესტები უარყოფითი მოვიდა, რამდენიმე ადამიანი კლინიკას დღის ბოლოს დატოვებს“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.