ირაკლი კობახიძე: საპატრიარქოსთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს და საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში

ირაკლი კობახიძე: საპატრიარქოსთან მუდმივი კონსულტაციები გვაქვს და საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ქვეყნის, ჯანმრთელობის დაცვისა და ეკლესიის ინტერესებში

ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც ეს მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც პანდემიის ფონზე, დისტანციის დაცვის პირობებში, სააღდგომო ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პოზიციაზე დაუსვეს შეკითხვა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით, საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში, ასევე ეკლესიის ინტერესებში.

„ხელისუფლება მთლიანად მართავს ვითარებას და ამის ნაწილია კონსულტაციები ყველასთან, ვისთანაც ეს მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები ეკლესიის, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და ჩვენ ვართ დარწმუნებული ვართ, რომ საკითხი გადაწყდება ისე, როგორც ეს შედის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ჯანმრთელობის დაცვის ინტერესებში, ასევე ეკლესიის ინტერესებში.

ჩვენ გვექნება აბსოლუტურად დაბალანსებული გადაწყვეტა ამ მიმართულები და ამის საფუძველი იქნება კონსულტაციები ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ეკლესიის წარმომადგენლებს შორის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.