რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა, ერთ-ერთ დეპუტატს კი კორონავირუსზე ტესტირება უკეთდება

რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა, ერთ-ერთ დეპუტატს კი კორონავირუსზე ტესტირება უკეთდება

რუსთავის საკრებულოს თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის დეპუტატები, თვითიზოლაციაში გადავიდა.

მიზეზი რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედის კორონავირუსით დაინფიცირებაა.

შესაბამისად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, საკრებულოს აღნიშნული წევრი უკვე თბილისშია და ტესტირება უტარდება, საკრებულოს ყველა დანარჩენი თანამშრომელი კი, რომელსაც დეპუტატთან ჰქონდა შეხება, თვითიზოლაციაშია გადასული.

რუსთავის საკრებულოს მთელს შენობაში სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა, ამ დროისთვის კი საკრებულო დაკეტილია.

ინფორმაციისთვის, რუსთავის საკრებულოს ერთ-ერთი წევრის დედა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ეროვნული ბანკის თანამშრომელია.