„მილანის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი Svenska Dagbladt-ს ესაუბრა და თქვა, რომ მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. შვედმა არ იცის დაასრულებს თუ არა კარიერას მიმდინარე წელს.
„მომავალი? ვნახოთ. ჯერ კიდევ არ ვიცი რა მინდა. ყოველდღე რაღაც ხდება. ვინ წარმოიდგენდა კორონავირუსს, ამიტომ ჩვენ უბრალოდ უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიურობით დავტკბეთ. მე მყავს ოჯახი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდე და ისინი თუ კარგად არიან, მეც თავს კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ კორონავირუსის პრობლემა მოგვარდება, უნდა დაველოდოთ ექსპერტებს, რომლებმაც იციან რა უნდა გააკეთონ“, - თქვა იბრამ.
შეგახსენებთ, რომ ვეტერან ფორვარდს „მილანთან“ კონტრაქტი 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული. თუმცა, პანდემიის გამო ამ თარიღმა შესაძლოა იქამდე გადაიწიოს, სანამ სეზონი დასრულდება.