ალექსანდრე გოგინავა: „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს ორგანოები

ალექსანდრე გოგინავა: „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს ორგანოები

არც ერთ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს „პლაქვენილი“ არც ერთმა ადამიანმა, ვისაც ეს არ აქვს დანიშნული შესაბამისი ექიმის მიერ, - ამის შესახებ „იმედის დილის“ ეთერში ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. მისი თქმით, პრეპარატის თვითნებურ მიღებას ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება შეუძლია.

„მინდა საზოგადობას ვუთხრა, რომ „პლაქვენილი“ არ არის პრევენციული საშუალება კორონავირუსული ინფექციისგან თავის დასაცავად. ადამიანებმა, ვინც არიან ჯანმრთელები ან აღენიშნებათ სიმპტომები, მაგრამ არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია, არც ერთი შემთხვევაში არ უნდა მიიღონ „პლაქვენილი“ 2 მთავარი მიზეზის გამო: ერთი ის, რომ ეს უეფექტოა და მეორე ის, რომ „პლაქვენილის“ არამიზანშეწონილმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გვერდითი ეფექტი და დააზიანოს სხვადასხვა ორგანო“, - განმარტა გოგინავამ.

მისივე თქმით, პრეპარატის უკონტროლო მიღება ბაზარზე მის დეფიციტს გამოიწვევს და ის ადამიანები, ვისაც ის მართლაც დასჭირდებათ, „პლაქვენილის“ მიღებას ვერ შეძლებენ.